Sunday, May 3, 2015

მეექვსე დღე

        დღევანდელი  სასწავლო  დღე  დავიწყეთ  წინა  გაკვეთილზე  შესწავლილი მასალის გამეორებით, კერძოდ, მოსწავლეთა  ბლოგში  გაჯეტებზე  მუშაობით: სურათების, გამოკითხვებისა  და  გვერდების  შექმნით.   შემდეგ  გადავედით  მოსწავლის  პრეზენტაციის  შექმნაზე.  აქ  ქალბატონმა ქეთევანმა  გაგვიზიარა  საკუთარი გამოცდილება  საუკეთესო  პროექტის შექმნასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას, რადგან  ჩემი მოსწავლეები  შეძლებენ  საკუთარი  ცოდნისა და უნარ-ჩვევების  უკეთ  წარმოჩენას  მომავალში.   დღევანდელი  დღე  აგრეთვე დამეხმარება  მოსწავლეთა  ნამუშევრების  რუბრიკების  უკეთ მომზადებაში, რომელიც  ასევე ჩემი უსაყვარლესი  მასწავლებლისა და გზამკვლევის  ქალბატონ ქეთის  უდიდესი დამსახურებაა.  


        

No comments:

Post a Comment