დღევანდელი დღე დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციით. შემდეგ გადავედით ბლოგზე ვიდეოსა და ალბომის ჩასმის სწავლაზე. ქალბატონმა ქეთევანმა ასევე ჩაგვაწერინა ინტერნეტ მისამართი ict.tpdc.ge, რომელში შესვლითაც შეგვიძლია გავეცნოთ უამრავ საინტერესესო ვიდეო გაკვეთილებს, რომელიც თავად ჩვენი მწვრთნელის მიერაა შექმნილი.
პროექტებით სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო პირადად ჩემთვის. ამ ტრენინგზე ვისწავლე პროექტის საუკეთესოდ წარმართვის მიზნით სამუშაო ქაღალდისა და ფაილების შექმნა. ასევე ბლოგში გაჯეტებზე მუშაობისას ყველაზე საინტერესო იყო HTML, რომლითაც შეგვიძლია ვიდეოებისა და ალბომების დამატება. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო საავტორო უფლებების დაცვის ფაილი, რადგან დღევანდელ ვითარებაში ძალიან კარგი იქნება თუ მოსწავლეები სკოლიდანვე ისწავლიან საავტორო უფლებების დაცვას.
ამ ტრენინგზე შეძენილი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში, წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდაში, რაშიც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევანს.

No comments:
Post a Comment