Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

         დღევანდელი  დღე  დაიწყო  ტრენინგის მონაწილეთა  პროექტების  პრეზენტაციით.  შემდეგ  გადავედით   ბლოგზე  ვიდეოსა  და  ალბომის  ჩასმის  სწავლაზე.  ქალბატონმა  ქეთევანმა  ასევე ჩაგვაწერინა   ინტერნეტ მისამართი  ict.tpdc.ge, რომელში  შესვლითაც შეგვიძლია  გავეცნოთ  უამრავ  საინტერესესო  ვიდეო გაკვეთილებს, რომელიც  თავად  ჩვენი მწვრთნელის  მიერაა  შექმნილი.
           პროექტებით  სწავლების ტრენინგი  ძალიან საინტერესო  და  მრავლისმომცემი იყო პირადად  ჩემთვის.  ამ ტრენინგზე   ვისწავლე  პროექტის  საუკეთესოდ  წარმართვის მიზნით  სამუშაო  ქაღალდისა  და   ფაილების  შექმნა.  ასევე  ბლოგში   გაჯეტებზე მუშაობისას  ყველაზე   საინტერესო  იყო   HTML, რომლითაც  შეგვიძლია  ვიდეოებისა და  ალბომების   დამატება.  ჩემთვის ასევე საინტერესო იყო საავტორო უფლებების დაცვის ფაილი, რადგან  დღევანდელ  ვითარებაში  ძალიან  კარგი იქნება  თუ მოსწავლეები სკოლიდანვე  ისწავლიან  საავტორო  უფლებების  დაცვას.    
            ამ  ტრენინგზე  შეძენილი   გამოცდილება, დარწმუნებული  ვარ,  ძალიან  გამომადგება  საგაკვეთილო  პროცესის   უკეთ  დაგეგმვაში,  წარმართვასა   და  მოსწავლეთა  სასწავლო პროცესში  ჩართულობის  გაზრდაში, რაშიც  უღრმეს  მადლობას  ვუხდი  ქალბატონ  ქეთევანს.





Sunday, May 10, 2015

ტრენინგის მერვე დღე

         დღევანდელი ტრენინგი  დაიწყო  წინა დღის შესწავლილი  მასალის გამეორებით.  შემდეგ ქალბატონმა ქეთევანმა   შეგვაქმნევინა  ჩვენს  პროექტზე  მორგებული ფასილიტაციის  რესურსი.  გაგვასუფთავებინა   ჩვენი  საქაღალდე ზედმეტი ფაილებისაგან.  პორტფოლიოს  გადახედვის  შემდეგ  გადავედით ჩვენივე  პორტფოლიოს საქაღალდის ბლოგზე ატვირთვაზე, რაშიც  ხელს  გვიშლიდა  ნელი ინტერნეტი.
        კიდევ  ერთხელ  დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთევანს  ჩვენდამი  ასეთი გულისხმიერებისათვის. 

Saturday, May 9, 2015

მეშვიდე დღე

          დღევანდელი   ტრენინგის   დასაწყისში   ქალბატონმა  ქეთევანმა   გაგვამეორებინა   წინა  დღეებში  შესწავლილი   მასალა:  ჩვენს  ძირითად   საქაღალდეში  გახსნილი   ფაილების   მნიშვნელობა  (კურსის  რესურსები,  მოსწავლის  ნიმუში,  სასწავლო  პროექტის  გეგმა,  სასწავლო  პროექტის  დამხმარე,  სურათები, აუდიო, ვიდეო  ფაილები,  შეფასებები)  და   მათში  მოთავსებული  ინფორმაცია.
          დღეს   შევისწავლეთ   ბლოგში   HTML  გაჯეტზე   მუშაობა,  კერძოდ,  საათის, კალენდრის  ჩასმა.     სასწავლო   პროექტის   გეგმაში   ,,დიფერენცირებული   სწავლება" გავეცანით   ყველა   საჭიროების   მქონე   მოსწავლეებისათვის    შესაბამისი   დავალებების   დიფერენცირებას.   ასევე   სასწავლო  თემისთვის   საჭირო  მასალების  შევსება-კორექტირებაზე.    დღევანდელი   ტრენინგი    დავამთავრეთ  ,, სასწავლო  პროცედურების"    შევსებით.  
        კიდევ  ერთხელ  ვუხდი  უღრმეს  მადლობას ქალბატონ  ქეთევანს  ტრენინგის  განმავლობაში   თითოეული  მონაწილისადმი  გულისხმიერ   მოპყრობაში.  

Sunday, May 3, 2015

მეექვსე დღე

        დღევანდელი  სასწავლო  დღე  დავიწყეთ  წინა  გაკვეთილზე  შესწავლილი მასალის გამეორებით, კერძოდ, მოსწავლეთა  ბლოგში  გაჯეტებზე  მუშაობით: სურათების, გამოკითხვებისა  და  გვერდების  შექმნით.   შემდეგ  გადავედით  მოსწავლის  პრეზენტაციის  შექმნაზე.  აქ  ქალბატონმა ქეთევანმა  გაგვიზიარა  საკუთარი გამოცდილება  საუკეთესო  პროექტის შექმნასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვუხდი უღრმეს მადლობას, რადგან  ჩემი მოსწავლეები  შეძლებენ  საკუთარი  ცოდნისა და უნარ-ჩვევების  უკეთ  წარმოჩენას  მომავალში.   დღევანდელი  დღე  აგრეთვე დამეხმარება  მოსწავლეთა  ნამუშევრების  რუბრიკების  უკეთ მომზადებაში, რომელიც  ასევე ჩემი უსაყვარლესი  მასწავლებლისა და გზამკვლევის  ქალბატონ ქეთის  უდიდესი დამსახურებაა.  


        

Saturday, May 2, 2015

მეხუთე დღე

          დღევანდელი  ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალები, კერძოდ, ბლოგის  შექმნა, მასში ტექსტის  რედაქტირება  და  ა.შ.    აგრეთვე
ვისწავლეთ   კოლეგების  ბლოგის   დათვალიერება   და   კომენტარების  გამოქვეყნება,  საავტორო  უფლებების  დაცვა   და  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონების შექმნა.
         მეხუთე  დღის  ტრენინგი დავუთმეთ მოსწავლის  ბლოგის   შექმნას,კეძოდ, გაჯეტებზე მუშაობას:სურათების, გამოკითხვებისა და გვერდების შემნას. 
        ჩემთვის  ძალიან  მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო დღევანდელ ტრენინგზე შესწავლილი მასალა.  უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევანს.