Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე

          დღევანდელი  ტრენინგი  დაიწყო  წინა კვირაში  ნასწავლი  პროექტის საქაღალდეში  შემავალი  ფაილების  მნიშვნელობის  გამეორებით.  შემდეგ  უკვე  გადავედით ზოგადი  და  ასევე ჩვენი  პროექტის  გეგმის  მუშაობაზე, კერძოდ, სტანდარტის დადგენაზე, მიზნის  განსაზღვრასა  და  მიმართულების  მიმცემ  კითხვებზე.
           დღეს   გავეცანი  ისეთ  ინფორმაციას,  რომელიც  დამეხმარება,  ჩემი  პროექტის  უკეთ  დაგეგმვაში,  კერძოდ,  იყოს   უფრო   მეტად  ორიენტირებული   მოსწავლის   ახალ  ცოდნასა  და  უნარ-ჩვევაზე.  საუკეთესო  მიზანია  მოსწავლეების   21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარება,  ჩემი მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  შეკითხვები მოსწავლეებისგან  მოითხოვს  გამოიყენონ  ინფორმაცია  შინაარსობრივი შეკითხვებიდან,  რათა დეტალურად   უპასუხონ  თემატურ  კითხვებს,  შემოქმედებითად  და  კრიტიკულად  იფიქრონ   მთავარ  შეკითხვაზე.





1 comment:

  1. ქალბატონო ხათუნა!ძალიან მომეწონა თქვენ მიერ შეფასებული ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის მესამე დღე.მართლაც სწორად აღნიშნეთ, რომ მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება პედაგოგებსპროექტის უკეთ დაგეგმვაში.

    ReplyDelete