დღევანდელი ტრენინგი დაიწყო ჩვენი პროექტების მოკლე მიმოხილვითა და წინა სამუშაო დღის მასალის გამეორებით. დღეს ასევე გავეცანით ბუკლეტის მოთხოვნებს, მის დამზადებასა და საკუთარი ბუკლეტების შექმნას. აგრეთვე ვისწავლეთ საქაღალდის ,,დაზიპვას", შემდეგ საკუთარ ფოსტაში გაგზავნასა და ,,დესკტოპზე" გადმოტანასა და გახნსას.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო საკუთარ სარეკლამო ბუკლეტზე მუშაობისას სხვათა გამოცდილების გაზიარება და მათი საკუთარზე მორგება. ბუკლეტზე მუშაობისას ასევე მომეწონა ,,word" დოკუმენტის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა: ტექსტისა და სურათის ან ,,კლიპარტის" ჩასმა, ცხრილის ჩარჩოების მოშორება, ფურცლის შეტრიალება და ა. შ.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღისათვის, რადგან ჩემს ცოდნას კიდევ დაემატა სასარგებლო უნარ-ჩვევებიც.
No comments:
Post a Comment