Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

         მეტად  საინტერესო  და  კრეატიული  იყო  ტრენინგის  დღევანდელი დღე.  გავეცანი  პროექტის  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდებს.  ვიმუშავეთ  საკუთარი პროექტის გეგმაში  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმაზე.   ჩემთვის  ძალიან საინტერესო  და სახალისო იყო  პროექტის  პრეზენტაციის, ბლოგში  სურათების  ჩასმა-წაშლის, ბლოგში სათაურის  წაშლისა თუ  კორექტირების,  თავად  ბლოგის  წაშლა-აღდგენისა   და   დიზაინის  შეცვლის  შესახებ.
         დღევანდელ  ტრენინგზე  შეძენილი  ინფორმაცია  ნამდვილად   დამეხმარება  ჩემი  პროექტის  უკეთ  წარმართვასა  და  განხორციელებაში, ამისთვის  დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთევანს.


 






Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე

          დღევანდელი  ტრენინგი  დაიწყო  წინა კვირაში  ნასწავლი  პროექტის საქაღალდეში  შემავალი  ფაილების  მნიშვნელობის  გამეორებით.  შემდეგ  უკვე  გადავედით ზოგადი  და  ასევე ჩვენი  პროექტის  გეგმის  მუშაობაზე, კერძოდ, სტანდარტის დადგენაზე, მიზნის  განსაზღვრასა  და  მიმართულების  მიმცემ  კითხვებზე.
           დღეს   გავეცანი  ისეთ  ინფორმაციას,  რომელიც  დამეხმარება,  ჩემი  პროექტის  უკეთ  დაგეგმვაში,  კერძოდ,  იყოს   უფრო   მეტად  ორიენტირებული   მოსწავლის   ახალ  ცოდნასა  და  უნარ-ჩვევაზე.  საუკეთესო  მიზანია  მოსწავლეების   21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარება,  ჩემი მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  შეკითხვები მოსწავლეებისგან  მოითხოვს  გამოიყენონ  ინფორმაცია  შინაარსობრივი შეკითხვებიდან,  რათა დეტალურად   უპასუხონ  თემატურ  კითხვებს,  შემოქმედებითად  და  კრიტიკულად  იფიქრონ   მთავარ  შეკითხვაზე.





Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეორე დღე


          დღევანდელი  ტრენინგი დაიწყო ჩვენი პროექტების მოკლე მიმოხილვითა  და  წინა სამუშაო  დღის მასალის გამეორებით.  დღეს  ასევე  გავეცანით  ბუკლეტის  მოთხოვნებს, მის დამზადებასა  და  საკუთარი ბუკლეტების  შექმნას.  აგრეთვე  ვისწავლეთ საქაღალდის  ,,დაზიპვას", შემდეგ  საკუთარ ფოსტაში გაგზავნასა და  ,,დესკტოპზე" გადმოტანასა  და  გახნსას.
           ჩემთვის  ძალიან  საინტერესო იყო საკუთარ  სარეკლამო  ბუკლეტზე მუშაობისას  სხვათა გამოცდილების  გაზიარება  და  მათი  საკუთარზე მორგება.   ბუკლეტზე  მუშაობისას   ასევე  მომეწონა   ,,word"   დოკუმენტის   ისეთი  ინსტრუმენტების  გამოყენება,  როგორიცაა:  ტექსტისა   და  სურათის   ან   ,,კლიპარტის"    ჩასმა,  ცხრილის  ჩარჩოების  მოშორება, ფურცლის შეტრიალება და ა. შ.
              დიდი   მადლობა  ქალბატონ  ქეთევანს  დღევანდელი  დღისათვის,  რადგან   ჩემს   ცოდნას  კიდევ  დაემატა   სასარგებლო   უნარ-ჩვევებიც.

   

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე

        პირველ დღეს ტრენინგის ჯგუფის  გაცნობის  შემდეგ  ქალბატონ  ქეთევან ცერაძის დახმარებით  გავეცანი  ინტელის ძირითად  კურსს   ,,პროექტებით  სწავლება",  რომელიც დამეხმარება   გავამდიდრო  სასწავლო  პროექტები  ახალი  ტექნოლოგიებით,  განვსაზღვრო  მათი  მომზადებისთვის  საჭირო  დრო,  გავზარდო მოსწავლეთა  ჩართულობა  სასწავლო  პროცესში  და  ჩემ მიერ შექმნილი ახალი ბლოგით  შევძლო  სხვა პედაგოგებისათვის  დახმარება, ისევე როგორც მე დამეხმარა სხვათა ნამუშევრების ნახვით  საინტერესო ბლოგის შექმნის სურვილი.
         ქალბატონ  ქეთევანის დახმარებით  გავეცანი  პორტფოლიოს  საქაღალდის არა მხოლოდ შექმნას, ასევე  კურსის რესურსების  გაცნობა-შენახვას, მაგალითად: კურსის რესურსების,  სასწავლო პროექტის გეგმას.  ასევე გავეცანი პროექტების  მოთხოვნების გაცნობასა  და  მოსწავლეების  21-ე   საუკუნის   უნარ-ჩვევების  გამომუშავებას.
         ძალიან  მიხარია,  რომ   ქალბატონი  ქეთევანი  არის  ჩემი  მწვრთნელი, რადგან  უზომოდ  ყურადღებიანი  და  გულისხმიერია  თითოეული  მონაწილის  მიმართ.